Navigation

(ინგლისურიდან - Intelligent Dance Music). აქცენტი (Intelligent) მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მუსიკის ტიპი განსხვავდება ჩვეულებრივი ტიპის მუსიკისაგან. აღნიშნული მახასიათებლები შეიძლება იყოს - მუსიკის სირთულის ხარისხი, არაერთფეროვანი იდეებისა და სვლების გამოყენება, უცნაური ხმებისა და არაჩვეულებრივი ტემბრების გამოყენება, განსაკუთრებული ემოციური და ინფორმაციული დატვირთვა, ტექსტური ფონები და სხვა.
IDM არსებითად განსხვავდება სხვა საცეკვაო ელექტრონული მუსიკისაგან და გამოირჩევა ხელოვნებისადმი მიდგომის დომინანტურობით, რაც გამოხატავს ავტორის ემოციებს აბსტრაქტული ჟღერადობის ფორმით.

აღნიშნულ მიმდინარეობას ხშირად ახასიათებს საწინააღმდეგო ჟღეარადობების შერწყმა - მაგალითად, არეული სწრაფი რიტმები შერწყმული ლამაზ და მგრძნობიარე მელოდიებთან.
ჟანრის დამფუძნებლებდ ითვლებიან Aphex Twin იგივე ( Richard D. James ) და Rob Brown ისა Sean Booth ის დუეტი სახელწოდებით Autechre, რომელიც 1987 ჩამოყალიბდა.

IDM- ს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს AMBIENT თან და შემდეგ სუბ ჟანრებთან:

* Glitch
* Drill bass
* Abstract
* Breakcore
* Lo fi
* Downtempo